ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრეთის გრან სლემი 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ბუდაპეშტში გამართული უნგრეთის გრან სლემი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ორივე მედალი, ეროვნულმა გუნდმა მძიმე წონაში – +100 წონაში მოიპოვა. გელა ზაალიშვილმა პირველ შეხვედრაში ყირგიზ მეტოქეს სძლია, შემდეგ კი რუს ტასოევთან დამარცხდა. რეპეშაჟში ქართველმა მძიმეწონოსანმა უზბეკი ოლტიბოევი დაამარცხა, შემდეგ კი ჰოლანდიელ სპიკერს მოუგო.

ამავე წონაში, ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოს ფინალში ებრაელი სასონი დაამარცხა.

უნგრეთის გრან სლემზე საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოდიოდა:

ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), ფრიდონ გიგანი (-73კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ).

  • 31
  •  
  •  
  •  
  •