ნახეთ კვების ობიექტებისა და მარკეტების ჩამონათვალი, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა. გთავაზობთ  თბილისში მდებარე კვების ობიექტებისა და მარკეტების ჩამონათვალს, სადაც შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.

  • პს ჩეხური ლუდის სახლი (ლუდის ბარი) – წარმოიქმნება კონდენსატი; ინვენტარის ჰიგიენა არ არის დაცული;
  • შპს სითი გრუფ (კაფე-ბარი, რესტორანი) – სათავსის და ინვენტარის ჰიგიენა არ არის დაცული;
  • შპს ფლორა (კაფე-ბარი, რესტორანი) – დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები
  • შპს მემო (საცალო და საბითუმო ვაჭრობა) – დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;, სურსათის წარმოება/შენახვის ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა; წარმოიქმნება კონდენსატი; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია;
  • შპს ჯეო დისტრიბუშენ გრუპი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) – წარმოიქმნება კონდენსატი;
  • შპს მარკეტი 2014 (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) – დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
  • სს ნიკორა ტრეიდი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) – დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა; წარმოიქმნება კონდენსატი; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია;
  • ლიანა დუდაშვილი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) – დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო; დეზინფექცია/ დეზინსექცია /დერატიზაცია; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
  • შპს Iberia Food Company (კაფე-ბარი, რესტორანი) – დარღვეულია ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია; წარმოიქმნება კონდენსატი;
  • შპს ედო (კაფე-ბარი, რესტორანი) – დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია; სამზარეულო არ არის უზრუნველყოფილი ცხელი წყლით;
  • ლალი პაქსაშვილი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) – დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
  • შპს ზღაპარი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) – დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
  • სს ფუდმარტი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) – დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
  • შპს თაჯ (კაფე-ბარი, რესტორანი) – დარღვეულია ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია; წარმოიქმნება კონდენსატი;
  • შპს ვან მეი (კაფე-ბარი, რესტორანი) – დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია/დეზინსექცია/დერატიზაცია; წარმოიქმება კონდენსატი; დარღვეულია სურსათის შენახვის პირობები;
  • შპს ,,მეგვა,, (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) – დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
  • ადნან აქპინარ (საშაურმე) – არ ტარდება სათანადო სადეზინფექციო და სადეზინსექციო სამუშაოები;
  • შპს აგრო (აგრარული ბაზარი) – დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია;
  • შპს საბროსო (კაფე-ბარი, რესტორანი) – დარღვეულია ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია; წარმოიქმნება კონდენსატი;
  • შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) – დარღვეულია სურსათის წარმოება/ შენახვის ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა;
  • შპს “ხარება” (საშაურმე) – დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; წარმოიქმნება კონდენსატი; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი.
  • 23
  •  
  •  
  •  
  •