ვინ არის პოლიციელი, რომელიც გამტაცებელს მძევლად გაჰყვა

ავთანდილ გალდავა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად შარშან დაინიშნა. მანამდე ის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

ავთანდილ გალდავა 1979 წლის 16 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. 1997-2002 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ფაკულტეტზე, 2009 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობას იკავებს, მათ შორის, 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის აგვისტომდე ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი იყო, 2013 წლის დეკემბრიდან 2016 წლამდე კი – თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • 28
  •  
  •  
  •  
  •