შსს – შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია

სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შეასხებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაავრცელა. შსს-ს ინფორმაციით, გათავისუფლებულია 43 მძევალი.

სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ოპერაციის განხორციელებას ხელი შეუშალოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს. ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

  • 12
  •  
  •  
  •  
  •