ნიკა გვარამია: “ყველაფერი ვიცით. დღეს არ ვისაუბრეთ საჯაროდ, პოლიციის თხოვნით. იმედია ბოდიშს მოგვიხდის ხელისუფლება”

"არც ერთი იყო, და არც ნახევარი მილიონი. ხვალ მოგიყვებით, რამდენი იყვნენ და რამდენი ფული წაიღეს"

“მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ დღეს “მთავარის” ეთერში გახდა ცნობილი. როგორც ტელეკომპანია იუწყება, გვარამიას ანონიმური წყარო დაუკავშრდა და გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, რომლის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს. როგორც გვარამია წერს, დღეს ამ თემაზე პოლიციის თხოვნით არ ისაუბრა, მაგრამ ხვალ ყველა დეტალის გასაჯაროებას აპირებს და ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდა ელოდება.
“ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის. დღეს მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის. როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამ მომენტისთვისაც, ესეც ვიცით.
ამ ყველაფერზე დღეს არ ვისაუბრეთ საჯაროდ, პოლიციის თხოვნით. ანგარიში გავუწიეთ საჯარო ინტერესს. ხვალ აუცილებლად ყველაფერს გავასაჯაროებთ და იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება.
დროებით, ხვალამდე.” – წერს ნიკა გვარამია და იქვე, “ფეისბუქის” პოსტის კომენტარში დასძენს: “არც ერთი იყო, და არც ნახევარი მილიონი. ხვალ მოგიყვებით, რამდენი იყვნენ და რამდენი ფული წაიღეს.”
  • 33
  •  
  •  
  •  
  •