პოლიციის უფროსი, ავთო გალდავა, სავარაუდოდ ერთ-ერთ მძევალს ჩაენაცვლა

შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. არსებული ინფორმაცით, ერთ-ერთი მძევალი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაა. გავრცელებული ცნობით, სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და ბანკში თანხა, რომელიც თავდამსხმელმა მოითხოვა, გალდავამ მიიტანა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავთო გალდავა ერთ-ერთ მძევალს ჩაენაცვლა.

მედიაში ვრცელდება კადრები სადაც ჩანს, თუ როგორ ტოვებს თავდამსხმელი მძველბთან ერთად ბანკის შენობას. კადრებში ჩანს, რომ შეიარაღებულ პირს სამი ადამიანი ხელშეკრული გამოჰყავს. ვიდეომასალის მიხედვით, თავდამსხმელი ბანკიდან ხელაწეული გამოდის და მას ხელში ხელყუმბარა უჭირავს.

არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთ-ერთი სოფლისკენ დაიძრა, სადაც ვერტმფრენის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი ოკუპირებულ აფხაზეთში აპირებს გადასვლას.

შსს-ში ამ დროისთვის, ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

  • 55
  •  
  •  
  •  
  •