“სასიკვდილო შოუ” – ცნობილი ინფლუენსერი და ფიტნესტრენერი კორონავირუსით გარდაიცვალა

16 ოქტომბერს კორონავირუსის უკიდურესი გართულებით, უკრაინაში ცნობილი ფიტნეს ტრენერი და ინფლუენსერი დიმიტრი სტუჟუკი გარდაიცვალა – ამის შესახებ სტუჟუკის ყოფილი მეუღლე წერს.

33 წლის ფიტნესბლოგერი კორონავირუსით 8 დღის წინ, თურქეთში დაავადდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბლოგერმა კოვიდპოზიტიური პასუხი “ღვთის საჩუქრად” ჩათვალა, რომლის საშუალებითაც ის შეძლებდა სოციალურ ქსელში გამომწერების რაოდენობის გაზრდას, რაც მას ძალიან სურდა.

თავდაპირველად დაავადება ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობდა, რაზეც სტუჟუკი თვის ინსტაგრამით საზოგადოებას უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას. რამდენიმე დღეში, როდესაც მას დაავადებისთვის უჩვეულო პრობლემები დაეწყო, ის საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც ასევე აქტიურად ერთვებოდა სოციალურ ქსელში და დაავადებისთვის  მიმდინარეობის შესახებ საუბრობდა. მას შემდეგ რაც ბლოგერმა უარი თქვა საავადმყოფოში მკურნალობაზე, ის სახლში გაწერეს…

სტუჟუკი ახლა უკვე თვითიზოლაციიდან განაგრძობდა “ინსტალაივებს” და დაავადების სიმპტომებზე საუბრობდა. სოციალურ ქსელში “სასიკვდილო შოუს” წყალობით, სტუჟუკმა 2 მილიონამდე გამომწერი დაიმატა, რაც მას ძალიან ახარებდა. ბოლო ლაივში ის დემონსტრირებდა, თუ როგორ მიდის მისი გამოჯანმრთელება და როგორ უმკლავდება მისი ორგანიზმი ვირუსს, რის შემდეგაც ცხელი შხაპი მიიღო… სწორედ ამის შემდეგ  მოულოდნელად ფინტესტრენერის მდგომარეობა დამძიმდა, პრობლემა მას გულზე შეექმნა.

სტუჟუკი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან ბოლო სელფის გადაღება და ინსტაგრამზე გამოქვეყნებაც კი მოასწრო… რამდენიმე საათში მისმა ყოფილმა მეუღლემ სოციალურ ქსელში დაწერა: ” დიმიტრი აღარ გვყავს, გულმა ვერ გაუძლო…”

 

 

 

  • 80
  •  
  •  
  •  
  •