კოვიდინფიცირებულთა 80% კლინიკებში ვერ მოხვდება – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ ინფიცირებულთა 80% კლინიკებში ვეღარ მოხვდება. რატიანის თქმით, მუშავდება ახალი პროტოკოლი იმის შესახებ, კორონავირუსით ინფიცირებული რომელი პაციენტები მოთავსდებიან საავადმყოფოებში.

„პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ არანაირი კლინიკური ნიშანი გამოვლენილი. ასეთი პაციენტები ამ ეტაპზე, ვინაიდან ჭარბი რაოდენობაა ინფიცირებულების, კლინიკაში ვერ მოხვდებიან, ისინი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. დანარჩენი 20%, რომლებიც არიან საშუალო, მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ყველას მოემსახურება კლინიკური სექტორი”,- აცხადებს რატიანი.

  • 30
  •  
  •  
  •  
  •