უმძიმესი ვიდეო კადრები განჯადან-სომხურმა ავიაციამ მძინარე ქალაქი დაბომბა-Apa/VIDEO

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, წუხელ მოწინააღმდეგემ, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი განჯა, კიდევ ერხელ დაბომბა, რასაც 10-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.  სომხურმა მხარემ მისი ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლის გახსნა უარყო, თუმცა აზერბაიჯანული გამოცემის, Apa-ს ცნობით, ქალაქი განჯა მოწინააღმდეგემ 17 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 01:00 საათზე დაბომბა. შედეგად, საცხოვრებელი შენობები დაინგრა, ნანგრევებში კი მოქალაქეები მოყვნენ.

მედიის ცნობით ნანგრევებიდან 12 ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაციის კადრები მედიაში მალევე გავრცელდა. Apa-ს ინფორმაციით, პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

აზერბაიჯანის მთავარი პროკურორის, ქამრან ალიევის თქმით, ბაქო ყველაფერს გააკეთებს, რომ “სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მისცეს”.

  • 74
  •  
  •  
  •  
  •