შემზარავი შემთხვევა ასპინძაში – 2 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა

ასპინძაში ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაუარა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი მანქანის ქვეშ შეძვრა, რის შესახებაც მძღოლმა და იქ მყოფმა პირებმა არ იცოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • 30
  •  
  •  
  •  
  •