“ლოკომოტივის” ნახევარმცველი ერიკ სარიანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა

ერევნის საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” ნახევარმცველი ერიკ სარიანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. “საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის ფეხბურთელი ერიკ სარიანი აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე ბრძოლაში გმირულად დაეცა. კლუბი სარიანის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს”, – წერია გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • 21
  •  
  •  
  •  
  •