დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰილარი კლინტონი და ჯო ბაიდენის ოჯახი ციხეში უნდა ჩასვან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით,  პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატის, ჯო ბაიდენის, ოჯახი კორუმპირებულია და ისინი ციხეში უნდა ჩასვან, –  ტრამპის ამ განცხადებას გამოცემა Newsweek-ი ავრცელებს.

„ბაიდენის ოჯახი კორუმპირებულია. კორუმპირებული ოჯახი. ბაიდენების ოჯახი ციხეში უნდა ჩავსვათ!“ – განაცხადა ტრამპმა ჯორჯიის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. “წარმოიდგინეთ, ჩემს შვილებს რომ ის გაეკეთებინათ, რაც ამ ბიჭმა ჰანთმა გააკეთა? ჩემი აზრით, ეს არის კრიმინალური საწარმო… მილიონობით დოლარი,“- განხცადა ტრამპმა. მისი თქმით, ციხეში ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც უნდა ჩასვან.

  • 43
  •  
  •  
  •  
  •