ასობით ადამიანი ჩინეთში COVID-19-ის ექსპერიმენტული ვაქცინის რიგში დგას

ექსპერიმენტული ვაქცინის ღირებულება დაახლოებით 60 დოლარს შეადგენს

ასობით ადამიანი დგას ჩინეთში, ქალაქ ივიუში, COVID-19-ის ექსპერიმენტული ვაქცინის მისაღებად.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, აღმოსავლეთ ჩინეთში, ქალაქ ივიუში საზოგადოებისთვის კორონავირუსის ვაქცინის შეთავაზება დაიწყო, თუმცა, მედიკამენტის კლინიკური კვლევები ამ დრომდე არ დასრულებულა.

რიგებია ივიუს საავადმყოფოსთან, სადაც ექთნები ინექციას ატარებენ. ექსპერიმენტული ვაქცინის ღირებულება დაახლოებით 60 დოლარს შეადგენს.

  • 36
  •  
  •  
  •  
  •