18 წლის ჩეჩენმა კოლეჯის პროფესორს თავი მოკვეთა – სასტიკი მკვლელობა საფრანგეთში

სასტიკი მკვლელობა მოხდა საფრანგეთში. ქალაქ კონფლანს სენ ჰონორინში, პარასკევს, საღამოს ხუთ საათზე, ბოის დ’ოლნის კოლეჯის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი, 47 წლის პროფესორი დაჩეხილი და თავმოკვეთილი იპოვნეს.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, რამდენიმე დღის წინ, პროფესორმა, თავისუფლების გაკვეთილზე მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა, რამაც ბავშვების გაღიზიანება გამოიწვია. მშობლებმა მასწავლებლებს უჩივლეს, პროფესორმა კი განაცხადა, რომ მუსლიმ მოსწავლეებს, რომლებსაც კარიკატურების ხილვა არ სურდათ, შეეძლოთ, საკლასო ოთახი დაეტოვებინათ და კარიკატურისთვის არ ეყურებინათ. ბავშვების ნაწილმა კლასის დატოვებაზე უარი განაცხადა, პროფესორს კი დაემუქრნენ.

კონფლან სენ ჰონორინის პოლიციამ, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2002 წელს, რუსეთში დაბადებული, ეროვნებით ჩეჩენი 18 წლის მამაკაცი შენიშნა, რომელიც, თვითმხილველების თქმით “ალაჰ აკბარს” ყვიროდა. პოლიციამ ეჭვმიტანის იარაღის დაგდებისკენ მოუწოდა, თუმცა მამაკაცი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს და მისი ლიკვიდრება ადგილზევე მოხდა.

ფრანგული მედია იტყობინება, რომ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილის ვინაობა, ცნობილი იყო ადგილობრივი პოლიციისთვის, თუმცა, როგორც ჩანს – არა სადაზვერვო სამსახურებისთვის.

“ანტიტერორისტულმა სამსახურმა ძალიან სწრაფად დაიწყო მკვლელობის გამოიძიება, ასევე, გაიხსნა კრიზისული განყოფილება შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაკავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე თავდამსმხმელის გარემოცვიდან. მათ შორის, კოლეჯის სტუდენტების ორი მშობელია”, – ნათქვამია საფრანგეთის პროკურატურის განცხადებაში.

  • 35
  •  
  •  
  •  
  •