როგორ დაამარცხა ჩინეთმა კორონავირუსი – ტექნოლოგიები COVID19-ის წინააღმდეგ

მაშნ, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით თითოეული ქვეყანა მობილიზებულია კორონავირუსის დასამარცხებლად, პანდემიასთან საბრძოლველად მთავრობები სხვადასხვა სახის საგანგებო ზომებს მიმართავენ, დიდ ინტერესს იწვევს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც შეძლეს ვირუსთან გამკლავება და მოსახლეობის დაცვა Covid-19-ის უფრო მასშტაბურად გავრცელებისგან.

ჩინეთი | ტექნოლოგიები Covid-19-ის დასამარცხებლად

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსმა ჩინეთი სრულად მოიცვა და 100 000-ზე მეტი მოქალაქე დააავადა, ქვეყანამ უმოკლეს დროში შეძლო კრიზისისი მართვა და პირველივე აფეთქებასთან გამკლევაბა. ქვემოთ ვისაუბროთ, ტექნოლოგიებზე, რომელთა დახმარებითაც ჩინეთმა შეძლო, ვირუსის მართვა და მოსახლეობის დაცვა პანდემიის უფრო მასშტაბურად გავრცელებისგან.

ფერებით კოდირება

ჩინეთის მთავრობამ ხელი შეუწყო ჩინურ ტექნიკურ გიგანტებს Alibaba-სა და Tencent- ს, საზოგადოებრივი სიკეთის მიზნით შექმნილი სათვალთვალო სისტემების გამოყენებით შეემუშავებინათ ე.წ. ფერებით კოდირების ჯანმრთელობის რეიტინგი, რომელიც ყოველდღიურად აკონტროლებს მილიონობით ადამიანს. შექმნილი აპლიკაცია პირველად განლაგდა ქალაქ Hangzhou- ში (სადაც Alibaba-ს სათაო ოფისი მდებარეობს).

ეს სისტემა მოქალაქეებს ანიჭებს უნიკალურ ფერად კოდს: წითელს, ყვითელს ან მწვანეს; ფერს კი აპლიკაცია ადგენს ადამიანის მოგზაურობისა და სამედიცინო ისტორიის საფუძველზე.

აპლიკაციის მიერ მონიჭებული ფერის მიხედვით ადგილობრივი მთავრობა აკონტროლებს – მოქალაქე უნდა გადაიყვანონ კარანტინში თუ დაუშვან მისი საზოგადოებრივ ადგილებში გადაადგილება.

თითოეული ჩინეთის მოქალაქე ვალდებულია, შევიდეს ამ სისტემაში ელექტრონული საფულის აპლიკაციის გამოყენებით, რადგან სწორედ ეს აპლიკაციები ინახავენ სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების საკონტროლებლად საჭირო ინფორმაციას. აქვე გეტყვით, რომ ელექტრონული გადახდის პლატფორმები ჩინეთში ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ანგარიშსწორების მეთოდებია, (მაგ: Alipay, wechat wallet), ამ ელ. საფულეებს ჩინეთის მოსახლეობის სრული უმრავლესობა აქტიურად იყენებს.

მას შემდეგ, რაც ადამიანი საკუთარ ელ. საფულის აპლიკაციაში შედის, სათვალთვალო ქსელი იღებს სრულ ინფორმაციას მისი გადაადგილების, გადახდების, მოგაზურობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ანიჭებს მას ფერს. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთან მიენიჭებათ მწვანე ფერი, ისინი მეტროში, ოფისებში, ავტობუსის გაჩერებებზე, მოლებში მხოლოდ ინდივიდუალურად მინიჭებული QR კოდით დაიშვებიან.

თითქმის ყველა საჯარო ადგილზე დგას ე.წ. საგუშაგო, სადაც მოწმდება მოქალაქეების კოდები და სხეულის ტემპერატურა. ეს სისტემა უსწრფესად დაინერგა ჩინეთის 300-ზე მეტ ქალაქში, და ყოველდღიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.

დიდი მონაცემები (big data) და სახის ამოცნობა

ჩინეთმა დიდი მონაცემების (big data) საშუალებით შექმნა პლატფორმა, რომელიც ონლაინ რეჟიმში (real-time) მუდმივად აკვირდება ვირუსის გავრცელებას და რომელზეც ნებისმიერ ჩინეთის მოქალაქეს აქვს წვდომა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ განაპირობა ის, რომ თითოეულ ჩინელს აქვს შესაძლებლობა, აკონტროლოს კორონავირუსის გავრცელების რა მდგომარეობაა იმ არეალში, სადაც ის იმყოფება – მისგან რა მანძილის დაშორებით ფიქსირდება უახლოესი კორონავირუსით დაიფიცირებული ადამიანი.

დიდი მონაცემეის დამუშავებითა და ხელოვნური იტელექტის დახმარებით ყველა წამყვან ქალაქში დაინსტალირებულია სახისა ამომცნობისა და თერმო სკრინინგის სისტემები.

თერმო სკრინინგის სენსორებით შესაძლებელია ერთბაშად 200 ადამიანის ეფექტურად სქრინინგი და ტემპერატურის შემოწმება მგზავრთა ნაკადის შეფერხების გარეშე. აქტიურად გამოიყენება ხელოვნურ ინტელექტზე შექმნილი ინფრაწითელი სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ადამიანის სხეულის ტემპერატურის ცვლილების დაფიქსირებაც.

ასევე, ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა სახის ამომცნობი, რომლის საშუალებითაც ადამიანის ზუსტად ამოცნობაა შესაძლებელი მაშინაც კი, თუ ნიღბით არიან დაფარული.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ჩინური სმარტფონები უკვე არსებული ელექტრონული გადახდის აპლიკაციების საშუალებით იმახსოვრებენ ინფორმაციას ადამიანების მოძრაობის/გადაადგილების შესახებ და ადგენენ, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულ პირთან.

კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად გამოიყენება CCTV კამერებიც, ბევრი კამერა სპეციალურად დაამონტაჟეს ახალ ლოკაციაზე, რათა აკონტროლომნ კარანტინში მყოფი მოქალაქეების კანონმორჩილება.

რობოტები

საავადმყოფოებში კერძების მომზადება და გადატანა, რესტორნებში მიმტანის ფუნქციის შესრულება, დახურულ სივრცეებში სადეზინფექციო სპრეით კედლებისა და კუთხეების გაწმენდა, ხელის სადეზინფექციო საშუალებების გავრცელება – ამ ფუნქციებით რობოტები ყველაზე ეფექტურად იბრძვიან ფრონტის წინა ხაზზე, რათა ჩინელ მოსახლეობაში არ გავრცელდეს ვირუსი და მინიმალური ურთიერთობა ჰქონდეთ ექიმებსა და დაიფიცირებულ მოქალაქეებს ერთმანეთთან.

ბევრ საავადმყოფოში რობოტებსვე ევალებათ ადამიანების Covid-19-ზე დიაგნოზირება და თერმო სკრინინგის ჩატარება. Shenzhen-ში დაარსებული კომპანია “Multicopter” კორონავირუსთან საბრძოლველად “წვრთნის” რობოტებს, ჭკვიან რობოტებს ევალებათ სამედიცინო ინვენტარისა და ნიმუშების გადატანა.

დრონები

ჩინეთის მძიმედ დაზარალებულ ზოგიერთ რეგიონში დრონების გამოყენებით ხდება სამედიცინო აღჭურვილობისა და პაციენტის ნიმუშების ტრანსპორტირება. ეს ხერხი სამედიცინო პერსონალისთვის განსაკუთრებით ეფექტური იყო თებერვალში, როდესაც ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა ჩინეთში პიკს მიაღწია, რადგან ამ გზით ზოგავდნენ დროს, აჩქარებდნენ მიწოდებას და ამცირებდნენ ნიმუშების დაბინძურების რისკს.

დრონები დაფრინავენ მიმაგრებული QR კოდიანი პოსტერებით, რომელთა დასკანირებითაც შესაძლებელია ხემოსხსნებულ აპლიკაციაში შესვლა და ჯანმრთელობის ინფორმაციის კონტროლი – არის თუ არა დაინფიცირებული ადამიანი შენ გარშემო.

დრონებს, რომლებსაც დამონტაჟებული აქვს სახის ამომცნობი, ადგილობრივი მთავრობები იყენებენ ქუჩაში მოსიარულე ხალხის გასაფრთხილებლად. საზოგადოების წესრიგის პოლიციელები დრონით დაჰყვებიან მოქალაქეებს და აფრთხილებენ დაბრუნდნენ სახლებში; თავშეყრის ადგილების აღმოჩენისას კი ადამიანებს მოუწოდებენ, სასწრაფოდ დაიშალოს თავშეყრა და დაიცვან დისტანცია.

ეს არის ერთ-ერთი ეფექტური ხერხი მოსახლეობაში ინფორმაციის გასავრცელებლად და მოქალაქეებისთვის შესახსენებლად, რომ არ დატოვონ სახლები და არ იარონ პირბადეების გარეშე, მათ ვისაც დრონი პირბადის გარეშე დააფიქსირებს საყვედურობს და აფრთხილებს, წავიდეს სახლში და დაიბანოს ხელები.

 

წყარო: financer.com

  • 108
  •  
  •  
  •  
  •