Bocuse d’Or – ქართველი შეფ-მზარეულები ევროპის გასტრონომიულ ჩემპიონატზე

ქართველი შეფ-მზარეულები – ლევან ქოქიაშვილი, ლევან კობიაშვილი, ერიკ სარქისიანი, ლუკა ხინკილაძე და ირაკლი თოდაძე დღეს, ქართულ სამზარეულოს ტალინში ევროპის გასტრონომიულ ჩემპიონატზე წარადგენენ.

საქართველო “ბოკუს დორის”, იგივე ფრანგული კულინარიული გილდიის, ოფიციალური წევრი 2019 წელს გახდა.  მანამდე კი კონკურსი გაიმართა, რომელიც რევოლუციურ გასტრონომიულ შეჯიბრებად ითვლება და საქართველოში პირველად ჩატარდა.

შიდა შესარჩევ კონკურსზე მონაწილეებმა საინტერესო კერძები წარადგინეს ჟიურის წინაშე, რომლის წევრები ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულები იყვნენ. გამარჯვებული 8 გუნდიდან გამოვლინდა, რომელიც  ამჟამად ტალინში, კონტინენტურ ჩემპიონატში მონაწილეობს.

“ბოკუს დორი” 30 წლიანი ისტორიის მქონე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატია, რომელიც გამორჩეულ ნიჭიერ შეფ-მზარეულებს ოთხივე კონტინენტიდან უყრის თავს.

  • 39
  •  
  •  
  •  
  •