კეტოგენური დიეტის უკუჩვენებები – აუცილებელია იცოდეთ!

კეტოგენური დიეტა ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა წონაში კლების ამ მეთოდს არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი მხარეებიც აქვს და მათ შესახებ კეტო-დიეტის დაცვის მსურველებმა აუციელებლად უნდა იცოდნენ.

რა არის კეტოგენური დიეტა და როგორ მუშაობს ის, ამაზე ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი თინათინ კაჭარავა საუბრობს.

კეტოგენური, იგივე კეტო-დიეტა გულისხმობს საკვებ რაციონში ნახშირწყლების მინიმუმამდე შემცირებას. აქ 70% მოდის ცხიმებზე, 25% ეთმობა ცილებს, ხოლო დანარჩენ 5%-ს იკავებს ნახშირწყლები. ცნობილია, რომ ჩვენი ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს ნახშირწყლებს, ხოლო კეტოგენური რეჟიმის დროს ენერგიის ძირითადი წყარო ხდება ცხიმი, კონკრეტულად კი ცხიმის წვისგან მიღებული კეტონური სხეულები. ორგანიზმი ამ დროს იწყებს აქტიურ ცხიმის წვას, რასაც კეტოზი ჰქვია. თუმცა რაოდენ მომხიბვლელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს ტერმინი, კეტო-დიეტას თან ახლავს არაერთი გვერდითი მოვლენა.

რისგან შედგება კეტოგენური რაციონი?

კეტო კვების დროს რაციონი გაჯერებულია ძირითადად ცხიმოვანი საკვებით. ამ დროს დაშვებულია: რძის პროდუქტები ცხიმის მაღალი შემცველობით, კვერცხი, ნებისმიერი ხორცეული, თევზი და ზღვის პროდუქტები, მწვანე ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, სოკო, თხილეული, მცენარეული ზეთი, ნაღების კარაქი, ხილიდან – კენკროვნები და ავოკადო. რაციონის მთავარი პრინციპი კი არის პროცენტული ბალანსის დაცვა: 70% – ცხიმი, 25% – ცილა და 5% – ნახშირწყლები. აქვე აღვნიშნავ, რომ კალორაჟის კონტროლი აუცილებელია კეტო-დიეტის დროსაც.

რატომ ირჩევენ ადამიანები ამ დიეტას?

პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ბევრი კეტო-დიეტას პოპულარულობის გამო იცავს და თან ისე, რომ არ აქვს გაანალიზებული შესაძლო გვერდითი მოვლენები. ზოგადად ინფორმაციაც ამ საკითხზე არასაკმარისია. დადებით მხარეებს რაც შეეხება, ყველაზე ხშირად, რასაც ამ დროს აღნიშნავენ პაციენტები, არის ის, რომ მათ პრაქტიკულად არ შივდებათ. ამ ტიპის რეჟიმის დროს რეგულირდება ჰორმონ ინსულინის დონე. ინსულინი არის ანაბოლური (მაშენებელი) ჰორმონი, რომელიც იწვევს მადის გაძლიერებას, შესაბამისად, ამ ტიპის კვების დროს ხდება მადის დაქვეითება, წონაში კლება კი მიმდინარეობს ცხიმების ხარჯზე და თან ნაკლებად ხდება კუნთური მასის შემცირება.

განაგრძე კითხვა

  • 34
  •  
  •  
  •  
  •