სომხეთ-აზერბაიჯანის ომი საქართველოს ეკონომიკას მორიგ დიდ დარტყმას მიაყენებს

სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი საქართველოს სავაჭრო ურთიერთობასა და, ზოგადად,  ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე საგრძნობ გავლენას მოახდენს.  ყარაბაღის კონფლიქტის განახლება ძალიან სერიოზულ და მრავალმხრივ რისკს შეიცავს.

ქვეყანას, რომელსაც საკუთარი ტერიტორიული კონფლიქტებიც ვერ მოუგვარებია, მეზობელი ქვეყნის მსგავსი პრობლემაც დააზარალებს, რადგან შეამცირებს საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებსა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპს.

მერაბ ჯანიაშვილი (ანალიტიკოსი) : “რეგიონში დაძაბულობა ყოველთვის ცუდია და ეკონომიკაზე მისი გავლენა იქნება უაღრესად უარყოფითი. აზერბაიჯანიც და სომხეთიც ჩვენი სავაჭრო პარტნიორებია და მათ შორის კონფლიქტის გამო ეკონომიკური ურთიერთობა საგრძნობლად შესუსტდა. ცალკე გამოყოფა, ყველაზე მეტად რას დააზარალებს, გამიჭირდება. ამ შემთხვევაში ლარის კურსზე ვერ დავსვამ აქცენტს, რადგან იგი ისედაც უფასურდება და არც უჩანს პირი, რომ გაჩერდება ვარდნის პროცესი, ინვესტიციებს კი ნამდვილად შეამცირებს,” – აღნიშნავს ჯანიაშვილი გაზეთ “რეზონანსთან” საუბრისას.

წყარო: “რეზონანსი”

  • 1
  •  
  •  
  •  
  •