ჭიდაობა: მსოფლიო ჩემპიონატის გაუქმების საკითხი ჯერ არ განიხილება, 23-წლამდელები აღარ ჩატარდება

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფინეთში, ტამპერეში დაგეგმილი 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაუქმდა, რომელიც თავდაპირველად ოქტომბრის ბოლოს იყო დაგეგმილი, პანდემიის გამო კი ის ნოემბრის ბოლოს გადაიტანეს.

UWW-ს აღმასრულებელი კომიტეტი ასევე შეთანხმდა ნოემბერსა და დეკემბერში დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაზე, თუმცა, კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ორგანიზატორებმა უნდა დაიცვან სანიტარული პირობები, რომელიც ყველა მონაწილის ჯანმრთელობას დაიცავს.

ამ ეტაპზე, განხილული არ ყოფილა უფროსებს შორის, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის გადადების საკითხი როგორც უფროსებში, ისე უმცროსებში.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებას, უფროსებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი, სერბეთში, 12-20 დეკემბერს აქვს ჩანიშნული.

გარდა ამისა, UWW-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა, სხდომაზე ოკეანიის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანად სამოა დაამტკიცა, ხოლო პან ამერიკა 2021-ს არგენტინის დედაქალაქი, ბუენოს აირესი უმასპინძლებს.

  • 30
  •  
  •  
  •  
  •