გია გეგუჩაძე ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს

“რეკორდერის” ინფორმაციით, ბათუმის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ პოსტი დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბშიი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტი, არჩილ ბერიძე გეგუჩაძესთან საუბარს აპირებს, რეკორდერის” წყარო ამბობს, რომ გეგუჩაძემ წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

დღეს, ბათუმელები, თასის დაპირისპირებაზე, “გაგრასთან” 1:0 დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ.

ეროვნულ ჩემპიონატში კი, გეგუჩაძის გუნდმა, “დინამო თბილისითან”, ბოლო ტურში 1:3 წააგო და 20 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

  • 14
  •  
  •  
  •  
  •