როცა ოკუპანტს ეთამაშები, შეუძლებელი არაფერია – “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამო” დაამარცხა

როცა ოკუპანს ეთამაშები, შეუძლებელი არაფერია – თბილისის “ლოკომოტივმა” წარმოუდგენელი რამ მოახერხა და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, რუსული კლუბი, მოსკოვის “დინამო” 2:1 დაამარცხა და ევროსარბიელს გამოთიშა.

რუსული კლუბი, როგორც ფინანსურად, ისე შემადგენლობით აშკარა ფავორიტად ითვლებოდა თამაშის წინ, თუმცა გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, როგორც რუმინულ “კრაიოვასთან”, ისე რუსულ გუნდთან დაამტკიცა, რომ ფავორიტები მხოლოდ ფურცელზე არსებობენ.

თბილისის “ლოკომოტივიდან” გოლები ირაკლი სიხარულიძემ და შეცვლაზე შემოსულმა მამია გავაშელიშვილმა გაიტანეს. ამ უკანასკნელმა, არც ისე დიდი ხანია, მძიმე დაავადება დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდა.

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ლოკომოტივი” ესპანურ “გრანადას” დაუპირისპირდება.

  • 373
  •  
  •  
  •  
  •