Ab8 _აღმოჩენილია ცილა, რომელიც კორონავირუსს სრულად ანეიტრალებს

აშშ-ის პიტსბურგის უნივერსიტეტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომლის მინიმალურ დოზასაც კი შეუძლია  სრულად გაანეიტრალოს ახალი ტიპის კორონავირუსი. ცილა კონტაქტში შედის კორონავირუსის S-ცილასთან და შეღწევის შემდეგ მას ანადგურებს. მეცნიერული კვლევის დასკვნას ჟურნალ CELL აქვეყნებს.

„Ab8-ს არა მხოლოდ COVID-19-ის თერაპიის პოტენციალი აქვს, არამედ განიხილება როგორც პროფილაქტიკური საშუალება ყველა სხვა ახალი ტიპის კორონავირუსით ადამიანების დაავადების თავიდან ასაცილებლად“, აცხადებს კვლევის ავტორი ჯონ მელორსი.

საქმე ეხება ცილოვან შენაერთს, რომელიც ათჯერ უფრო მცირე ზომისაა სრული ზომის ანტისხეულთან შედარებით და რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ Ab8-ის შესაქმნელად გამოიყენება.
პრეპარატმა მაღალი ეფექტიანობა გამოავლინა კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას თაგვებსა და ზაზუნებში. სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ აღმოჩენილი ნივთიერების მოლეკულები კავშირში არ შედის ადამიანის უჯრედებთან, რის ხარჯზეც შესაძლებელია არასასურველი თანმდევი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა.

 

  • 23
  •  
  •  
  •  
  •