„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან საარჩევნო ბლოკი შექმნა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „პროგრესი და თავისუფლება“ და „სახელმწიფო ხალხისათვის“, ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანდა.  ბლოკს საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც ეყოლება.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ბლოკის „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურიაში იქნება ოლიმპიური ჩემპიონი, მანუჩარ კვირკველია, ხაშურში -ნატო ჩხეიძე, ბოლნისში – კახა ოქრიაშვილი, მცხეთა-მთიანეთში – ცეზარ ჩოჩელი, რაჭაში – დილარ ხაბულიანი.

„საზოგადოებას, ამომრჩეველს, პრესას ბოლო თვეების განმავლობაში აინტერესებდა, ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოზიცია? არათუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა, ძალა და რესურსი შეემატა. პირობას გაძლევთ, რომ ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისუფლება და დაბრუნდეს განვითარების გზაზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი განცხადებით, გაერთიანებულ იოპოზიცია არა თუ იშლება, პირიქით – ფართოვდება.

 

  • 2
  •  
  •  
  •  
  •