ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. ასევე მოვუწოდებ გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ, რათა ამით 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს, რომელიც ოპოზიციის ყველა ლიდერთან შეთანხმებით იყო მიღებული“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

მისი თქმით, დაბრკოლებებისა და სირთულეების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ მიმართულებას, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით.

ფოტიგამ საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

 

  • 1
  •  
  •  
  •  
  •