სვანეთში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს, მეშვიდე დღეა უშედეგოდ ეძებენ

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. ტერიტორიის მონიტორინგი დრონების საშუალებით ხორციელდება. გარდა ამისა, 13 წლის მოზარდს სვანეთის გარდა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც ეძებენ.

ოჯახის ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი სახლიდან ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

შეგახსენებთ,რომ  გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა.

  • 152
  •  
  •  
  •  
  •