გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მაისურებზე გიორგი შაქარაშვილის სახელი დააწერეს

ამერიკული “სან ხოსეს” ქართველმა ფეხბურთელებმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა, MLS-ის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში მაისურებზე “საბურთალოს” ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი დაატანეს.

ტურნირის დაწყების წინ, საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უფლება მისცა, მაისურებზე, ნომრების ქვემოთ სოციალურ ან პოლიტიკურ თემაზე ნებისმიერი წარწერა გაეკეთებინათ.

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა გამოიყენეს ეს უფლება და მაისურებს გიორგი შაქარაშვილის სახელი დაატანეს, რითიც პატივი მიაგეს ახალგაზრდა მოთამაშის ხსოვნას.

  • 65
  •  
  •  
  •  
  •