UWW-მ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩანიშნა

საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრებები საწვრთნელ შეკრებას 10 ივლისიდან დაიწყებენ

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თარიღი დაასახელა.

პლანეტის პირველობას 12-20 დეკემბერს, სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს.

2020 წელს, მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიური თამაშების გამო დაგეგმილი არ იყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა და თამაშები შემდეგი წლისთვის გადაიდო. UWW-ს გეგმებისა და კალენდრის შეცვლა მოუხდა და დაანონსდა, რომ მსოფლიო პირველობის ჩატარება-არჩატარების თარიღი აგვისტოს ბოლოს გახდებოდა ცნობილი.

თუმცა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გადაწყვეტილება ვადაზე ადრე მიიღო და ის ბელგრადში გაიმართება.

საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები კი საწვრთნელ შეკრებას, არსებული ინფორმაციით 10 ივლისიდან დაუბრუნდება.

  • 37
  •  
  •  
  •  
  •