გურამ გიორბელიძე “ვოლფსბერგერში” ითამაშებს

გორის დილას 24 წლის მცველი, გურამ გიორბელიძე ავსტრიის პირველ ბუნდესლიგაში ითამაშებს.

გორის “დილამ”, ტრანსფერი “ვოლფსბერგერთან” დღეს დაადასტურა. გიორბელიძემ “ვოლფსბერგერთან” ორ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფეხბურთელი ავსტრიაში 24 ივლისს უნდა იყოს და ახალ გუნდთან ერთად ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.

“ვოლფსბერგერმა” სეზონი ავსტრიის პირველ ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

24 წლის მცველი ბოლნისის “სიონის” აღზრდილია და ამავე გუნდის სხვადასხვა ასაკობრივ და ძირითად გუნდში 2018 წლამდე ასპარეზობდა, 2019 წლიდან კი ის გორის “დილას” ღირსებას იცავს.

  • 466
  •  
  •  
  •  
  •