გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 ახალგაზრდა დააკავეს.

დეტალურ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს, მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ  17 დაკავებულს შორის არის ასევე ადვოკატ დავით ჭიკაიძის დაცვის ქვეშ მყოფი პირი. ჭიკაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.

„ერთ-ერთი დაკავებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ის სსკ-ის 126-ე – ძალადობის მუხლით არის აყვანილი. დიღომში არის გადაყვანილი. მე სხვებზე ვერ გეტყვით, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დიღომშია ნამდვილად“, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

  • 558
  •  
  •  
  •  
  •