სპორტსმენთა საწვრთნელი შეკრებები თვის ბოლოდან განახლდება

სპორტსმენები საწვრთნელი შეკრებების განახლებას თვის ბოლოდან შეძლებენ.

ამის შესახებ, დღეს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ აღმასკომის სხდომაზე ისაუბრეს.

როგორც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა განაცხადა, ფაქტიურად მიღწეულია შეთანხმება, რომ ის სპორტსმენები, რომლებიც ოლიპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად და ზაფხულის თამაშებისთვის ემზადებიან, 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეძლებენ საწვრთნელი შეკრებების გავლას.

ეს ინფორმაცია დაადასტურა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა, ირაკლი დოლაბერიძემ აღნიშნა, დღეს, მინისტრის მოადგილეს პრემიერ მინისტრის თანაშემწესთან სწორედ ამ საკითხზე აქვს შეხვედრა და შეთანხმება მიღწეულია, რომ საწვრნელი პროცესი და შეკრებები სრულფასოვნად, თვის ბოლოდან, მაქსიმუმ 10 დღის ვადაში აღდგეს.

ამასთან, დოლაბერიძემ აღნიშნა, რომ ვადაზე ადრე გაიხსნება საცურაო აუზები და ფიტნეს დარბაზები, რომელთა გახსნაც მეექვსე ეტაპზე იგეგმებოდა.

  • 17
  •  
  •  
  •  
  •