Breaking News: ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

ჯოკოვიჩამდე, COVID-19 ბულგარელ გრიგორი დიმიტროვსა (19) და ხორვატ ბორნა ჩორიჩს (33) და სერბ ვიქტორ ტროიცკის (184) დაუდგინდათ.

როგორც გამოცემა იუწყება, ჯოკოვიჩმა ბელგრადში, ტროიცკისთან ერთად ტურნირი ითამაშა და სწორედ ამის შემდეგ დაინფიცირდა, თუმცა მის თანამემამულეს უფრო ადრე დაუდგინდა ვირუსი, ვიდრე მსოფლიოს პირველ ჩოგანს.

ბრიტანელმა ენდი მარიმ განაცხადა, რომ კორონავირუსით ჩოგბურთელების დაინფიცირება ATP Tour-სთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რომელმაც დიდი სლემისა და სხვა ტურნირების ჩატარების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დააყენა და ეს პირველ რიგში, ამერიკის ღია პირველობას ეხება, რომელიც კალენდრით დათქმულ დროს ჩატარდება.

პარასკევს, სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც დიმიტროვი კალათბურთს თამაშობდა ჩოგბურთის ვარსკვლავებთან, მათ შორის, ჯოკოვიჩთან, ალეხანდრ ზვერევთან, მარინ ჩილიჩთან და ანდრეი რუბლევთან, თუმცა, სამივე მათგანს ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვთ. სურათიდან ჩანს, რომ ჩილიჩს ჩორიჩის მხარზე უდევს ხელი.

ხორვატიაში, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა, რომლის თანახმადაც, ჩოგბურთელებს ვალდებულება არ ჰქონდათ, ერთმანეთთან სოციალური დისტანცია დაეცვათ.

მიუხედავად იმისა, რომ ზვერევს, ჩილიჩსა და რუბლევს ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვთ, ისინი 14 დღის განმვალობაში იზოლაციაში იქნებიან.

  • 23
  •  
  •  
  •  
  •