BBC – “დექსამეტაზონი” კორონავირუსის მძიმე ფორმის სამკურნალოდ ეფექტურია

ავტორიტეტული გამოცემის BBC -ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული და იაფფასიანი პრეპარატი “დექსამეტაზონი” კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტებისთვის, ეფექტური სამკურნალო საშუალებაა.

ბრიტანელი ექსპერტების განცხადებით,  “დექსამეტაზონი” ნამდვილი გარღვევა იქნება სასიკვდილო ვირუსთან ბრძოლაში.  ჩატარებული ცდების შემდეგ,  მცირე დოზით სტეროიდული მკურნალობის მაღალეფექტურობაზე მკვლევარები უკვე ხმამაღლა საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ  “დექსამეტაზონი” 1/3 -ით  ამცირებს სიკვდილის რისკს ფილტვის ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში, ხოლო მათთთან, ვისაც კორონავირუსის ფონზე, დამატებით ჟანგბადის საჭიროება აქვთ, პრეპარატი 1/5 -ით უფრო ეფექტურად მუშაობს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 6 ათასი პაციენტი მონაწილეობდა. 2 ათასი მათგანი „დექსამეტაზონით“ მკურნალობდა და მათი შედეგები იმ 4 ათასისას შეადარეს, რომლებიც პრეპარატს არ იღებდნენ. პრეპარატით მკურნალობა 10 დღე გრძელდება. კვლევიდან ასევე ირკვევა, დაავადების მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობისას „დექსამეტაზონის“ ეფექტიანობა გაცილებით დაბალია.

მეცნიერების თქმით, „დექსამეტაზონის“ ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში, ის ძალიან სასარგებლო იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის.

მთივე განცხადებით, “დექსამეტაზონი” თავიდანვე რომ ჩერთოთ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობაში, დიდ ბრიტანეთში 5000 ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა.

წყარო:  BBC

 

 

  • 100
  •  
  •  
  •  
  •