კორონავირუსით დაავადებული 5 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

ამირან გამყრელიძე: "შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ჯერჯერობით ვერ გავდივართ პირველ წყაროზე"

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომლის პირველწყაროც უცნობია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საღამოს, “პალიტრანიუსის” გადაცემაში “საღამოს ნიუსრუმი” განაცხადა.

“დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა, დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობის მატება, არც თუ ბევრი.  გეტყვით პირდაპირ, ხუთი შემთხვევა.  აქედან გამომდინარე, როდესაც მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან ჯერჯერობით ვერ გავდივართ პირველ წყაროზე” , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

  • 20
  •  
  •  
  •  
  •