ნიკა ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის სკანდალურ საქმეზე, შესაძლოა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერვი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს.

ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ბასილაშვილის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჭკადუას ინფორმაციით, ბასილაშვილი ჯოკოვიჩს უკვე ესაუბრა, რომელმაც ქართველს მხარდაჭერა აღუთქვა. ადვოკატის ვარაუდით, ჯოკოვიჩი მზადაა, სასამართლოს, საჭიროების შემთხვევაში ჩვენება მისცეს.

“მათთვის ცნობილია გარკვეული ფაქტები. მაგალითად ამერიკის ღია ჩემპიონატზე ქალბატონი ნეკა ჩავიდა და იქ მოხდა არასასიამოვნო დიალოგი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემპიონატის დირექცია იძულებული გახდა ნეკა დოროყაშვილისთვის აკრედიტაცია გაეუქმებინა და დაცვის თანხლებით გაეყვნათ”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

  • 63
  •  
  •  
  •  
  •