COVID 19-ის 3 ახალი შემთხვევა და 16 გამოჯანმრთელებული – საქართველოს ბოლო მონაცემები

StopCov.ge-ის მონაცემებით, 28 მაისის დილისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 შემთხვევით, 738-მდე გაიზარდა. ასევე, 16 ადამიანით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და საერთო რიცხვმა 573-ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, კარანტინში 3076 ადამიანი იმყოფება, ხოლო 250 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

საქართველოში კორონავირუსისგან 12 ადამიანი გარდაიცვალა.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •