პირველი ივნისიდან ყველა სახის მაღაზია, მათ შორის მოლებიც იხსნება

8 ივნისიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგება

“პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც” –  ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა. გახარიას განცხადებით, პირველი ივნისიდან გაიხსენება ასევე ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

8 ივნისიდან კი აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.

„8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსენება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა. ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, – განაცხადა გახარიამ.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •