გიორგი გახარია: უახლოეს პერიოდში, ოლიმპიელები შეძლებენ ვარჯიშის დაწყებას

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იმ სპორტსმენებს, რომლებიც ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან, იდეალურთან მიახლოებული პირობები ჰქონდეთ.

პრემიერის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო მოამზადებს სპეციალურ რეკომენდაციებსა და პროტოკოლებს, რადგან უახლოეს პერიოდში, სპორტსმენებმა ვარჯიში და წვრთნები დაიწყოს.

“ოლიმპიური თამაშების გადადება გასაგებია. რა თქმა უნდა, საქართველო აქტიურად ემზადებოდა ამ ოლიმპიადისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, გადაიდო და ყველაფერი, რაც გასაკეთებელია მთავრობის მხრიდან, რომ ჩვენ ოლიმპიელებს და ამ ორას ადამიანს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ან უკვე მოპოვებული აქვთ ოლიმპიური თამაშების საგზური, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ხალხს შევუქმნათ იდეალურთან მიახლოებული პირობები, რათა ივარჯიშონ. ჯანდაცვის სამინისტრო ამ სპეციალურ რეკომენდაციებსა და პროტოკოლებს მოამზადებს, განსაკუთრებით ოლიმპიელების ნაწილში. უახლოეს პერიოდში, ჩვენ შევძლებთ, ამ ხალმა ვარჯიში და წვრთნა დაიწყოს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ მინისტრს, საწვრთნელი პროცესის განახლების თაობაზე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა მიმართა.

  • 23
  •  
  •  
  •  
  •