ადვოკატი: ბასილაშვილის მამას ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერავის გაეკიდება, რადგან მას მუხლების პრობლემა აქვს

“როგორც ის ამბობს, მამათილი მოსდევს იარაღით თუ ჩონგურით, როგორც ამას თვითონ ამბობს. ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას, ძალიანაც რომ უნდოდეს ვინმეს გაეკიდოს, ვერ გაეკიდება, იმიტომ, რომ მუხლებზე პრობლემა აქვს და ძნელად გადაადგილდება. როგორ წარმოგიდგენიათ, ქალბატონს ხელში ბავშვი ჰყავს, შენი შვილიშვილი და იმას გამოეკიდო ჩონგურით, არ ვიცი, გიტარით, როგორც ამბობენ”, – ეს განცხადება, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გააკეთა.

ჩოგბურთელის უფლებადამცველის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას შემაკავებელი ორდერი მხოლოდ ნელი დოროყაშვილის გამოკითხვის ოქმის საფუძველზე გამოუწერეს.

“ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლები ცხოვრობენ ქალაქიდან მოშორებით, ავჭალაში. ხოლო ქალბატონო ცხოვრობს ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, როგორც ყველასთვის ცნობილია. როგორც ის აცხადებს, რომ წავიდა ბავშვის წამოსაყვანად, მიუხედავად იმისა, რომ მას ავტომანქანა ჰყავს, მივიდა ტაქსით და ტაქსი გაუშვა. როგორ მიყავდა ბავშვი იქიდან, ჩემთვის გაუგებარია, ძალიან საინტერესოა. ტაქსით მივიდა, რომ ბავშვი წამოეყვანა და ტაქსი გაუშვა. ბასილაშვილს ბავშვი უკვე ეჯდა მანქანაში და მიდიოდნენ, ამ დროს მოვიდა ეს ქალბატონი, როცა ეს ტაქსი გაუშვა და ეს ყველაფერი ვიდეო კამერებზე ჩანს. მოითხოვა ბავშვის კატეგორიულად წაყვანა. რა თქმა უნდა, ნიკამ უთხრა, რომ ეს იყო მისი კუთვნილი დღე და მას უნდოდა ბავშვთან გაეტარებინა , მაგრამ რადგან ის ამას კატეგორიულად მოითხოვდა და ბავშვმა ამაზე იტირა, ნიკოლოზმა ბავშვი გადასცა მას. ეს იყო სულ. შემდომ, ბავშვით ხელში, ნაცვლად იმისა, რომ წასულიყო, დაიწყო შესვლა ეზოში. ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში. ნელი დოროყაშვილი მარტოა და ბავშვი ჰყავს ხელში. ნიკოლოზმა მას უთხრა, რომ არ შესულიყო სახლში, ვინაიდან იქ იყვნენ მისი მშობლები, რომელთანაც ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რადგან დედამთილის მიმართ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი და არასასიამოვნოა ეს ყველაფერი. ნიკოლოზმა უთხრა, რომ ჩემი მშობლები არიან სახლში და იქნებ არ შეხვიდეო. ეს იყო სულ, რაც იყო. შემდგომ წავიდა ქალბატონი. როგორც ის ამბობს, მამათილი მოსდევს იარაღით თუ ჩონგურით, როგორც ამას თვითონ ამბობს. ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას, ძალიანაც რომ უნდოდეს ვინმეს გაეკიდოს, ვერ გაეკიდება, იმიტომ, რომ მუხლებზე პრობლემა აქვს და ძნელად გადაადგილდება. როგორ წარმოგიდგენიათ, ქალბატონს ხელში ბავშვი ჰყავს, შენი შვილიშვილი და იმას გამოეკიდო ჩონგურით, არ ვიცი, გიტარით, როგორც ამბობენ. შემაკავებელი ორდერის გამოწერის საფუძველი მამის მიმართ გახდა მხოლოდ დაზარალებული ქალბატონის გამოკითხვის ოქმი, მეტი არაფერი. ვიდეო მასალები, ადრე თუ გვიან, არ მაქვს ამისი უფლებამოსილება, ამ შემთხვევაში, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ვიდეო ფირზე ბავშვიც ჩანს და ბავშვისთვის ეს ყველაფერი, ახლა ძალიან პატარაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გარკვეულ სტრესს განიცდის და ნიკოლოზ ბასილაშვილს არ უნდა შვილმა დაუსვას ისეთი კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელი იქნება. თუ კანონმდებლობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვიდეო გავასაჯაროოთ, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს ვიდეო მასალა ამოღებული აქვს პროკურატურას და დევს საქმის მასალებში”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მას, საგამოძიებო უწყებამ ბრალი 126-ე მეორე პრიმა მუხლით წარუდგინა, რაც არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

  • 88
  •  
  •  
  •  
  •