შოთა არველაძე: მინდა, ამ რთულ მომენტში ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადო

ცნობილი ქართველი მწვრთნელი, უზბეკეთის “პახტაკორის” თავკაცი, შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

“ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ – განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო”, – წერს შოთა არველაძე.

  • 1.3K
  •  
  •  
  •  
  •