UWW-ს პროგნოზი: რამდენ ლიცენზიას აიღებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები?

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გათვლით, ქართველი ბერძენ-რომაელები სალიცენზიო ტურნირებში ფავორიტები არ არიან

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, მომავალ წელს ჩატარდება, შესაბამისად, ყველა სალიცენზიო ღონისძიებამ თუ შეჯიბრმა შემდეგ წელს გადაინაცვლა.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გარკვეული გათვლები გააკეთა, თუ რომელი ქვეყნები შეძლებენ ლიცენზიების მოპოვებას.

ამ მომენტისთვის,საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების აქტივში 4 ლიცენზიაა მძიმე წონით კატეგორიებში. ტოკიოს საგზური, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა (125კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) გაინაღდეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან კი იაკობ ქაჯაიამ (130კგ) და გიორგი მელიამ (97კგ).

იმ ქვეყნებმა, რომელთა მოჭიდავეებმაც ლიცენზიები მსოფლიო ჩემპიონატსა და პან ამერიკაზე აიღეს, ნიშნავს, რომ მათ თავიანთი ამოცანები შეასრულეს.

დანარჩენებს კი 2021 წლის მარტსა და აპრილში მოუწევთ შანსის გამოყენება. საქმე იმაშია, რომ დარჩენილ ოთხ საკვალიფიკაციო ტურნირზე 6 წონით კატეგორიაში გასათამაშებელი მხოლოდ 8 ლიცენზიაა, მას კი მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მსოფლიო გაერთიანების პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოდან ფავორიტები არ არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ UWW ფიქრობს, საქართველო მეტი ლიცენზიის მოპოვებას ვერ მოახერხებს.

60კგ წონით კატეგორიაში იაპონელმა ფუმიტამ საკუთარი ქვეყნის “საგზური” ნურ სულთანში ოქროს მედლით მოიპოვა. ამავე წონაში ლიცენზიები ყაზახეთში რუსეთმა, ყაზახეთმა, ირანმა, უკრაინამ და უზბეკეთმა აიღეს.

ჩინეთი ლიცენზიის მოპოვებას აზიის საკვალიფიკაციო ტურნირიდან შეეცდება. მათ ამ წონაში ორი გამორჩეული ფალავანი ჰყავთ – ვალიჰანი და ტუო. ვალიჰანმა იტალიაში, სარეიტინგო სერიებში ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ამ წონაში გაერთიანება ფავორიტად თურქ ქერემ კემალს მიიჩნევს, რომელიც ამ მომენტისთვის მსოფლიოს მესამე ნომერია.

ლუის ორტა სანჩესმა (კუბა) და ილდარ ჰაფიზოვმა (აშშ) ტოკიოს საგზურები პან ამერიკაზე გაინაღდეს.

67 კგ წონით კატეგორიაში, რიოს თამაშების ოქროს მედალოსანმა ბორერომ, კუბას ტოკიოს თამაშების ლიცენზია ნურ სულთანში, გასული წლის სექტემბერში მოუტანა.

ორ გზის მსოფლიო ჩემპიონმა, კორეელმა ჰანსუ რიუმ ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ შეძლო ლიცენზიის მოპოვება, რომელმაც სწორედ ბორეროსთან წააგო და შემდეგ რეპეშაჟში უკვე, სამ გზის მსოფლიო ჩემპიონ, გერმანელ შტებლერთან დამარცხდა. ამ წონაში, კორეელი საგზურის მოპოვებას აზიის საკვალიფიკაციოდან ეცდება ან მსოფლიოს “Last Chance”-ის საკვალიფიკაციო ტურნირიდან.

კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც ამ წონაში ლიცენზიის მოპოვებას ცდილობს, ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი, იაპონელი შონობუ ოტაა. მან 2019 წელს მედალი არაოლიმპიურ წონაში მოიპოვა, ოლიმპიური თამაშებისთვის კი ის წონას შეიცვლის.

კოლუმბიელმა ხულიან ჰორტა აჩევედომ საგზური საკუთარ ქვეყანას პან ამერიკის ტურნირზე, ამერიკელ ალეხანდრო სანჩოსთან გამარჯვებით მოუტანა.

თამას ლორინცმა (უნგრეთი) 2019 წელს არამხოლოდ თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო, არამედ, უნგრეთს 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ლიცენზიაც შესძინა.

შესაძლოა, სწორედ ეს წონითი კატეგორია გამოდგეს ყველაზე დრამატული, რადგან, რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს ამ წონაში ლიცენზია. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომან ვლასოვი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლად გამოვიდა და მედლის მოპოვებაც ვერ შეძლო.

ირანელმა გერაეიმ ბრინჯაოს მედლით ნურ სულთანში აიღო ოლიმპიური ლიცენზია. კუბამ და მექსიკამ კი ოტავაში გააკეთეს ეს, პან ამერიკაზე. ლიცენზია კუბას პენა ფლორესმა მოუტანა, ხოლო მექსიკას ხოსე ვარგას რუედამ.

87 კგ

ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი ჟან ბელენიუკი (უკრაინა) მეორედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ნურ სულთანში. მან ფინალში უნგრელი, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ვიქტორ ლორინცი დაამარცხა, თუმცა ამ წონითი კატეგორიის ლიდერი სწორედ უნგრელი გახდა.

გერმანიამ, უზბეკეთმა, ბელარუსმა და ყირგიზეთმა, ამ წონაში უკვე ნურ სულთანში გაინაღდა ოლიმპიური ლიცენზიები.

მსოფლიოს მე-4 ნომერი, კუმარ სუნილი (ინდოეთი) ტოკიოს საგზურის მოპოვებას აზიის საკვალიფიკაციო ტურნირიდან ეცდება.

ამ წონით კატეგორიაში საქართველოს ორ სალიზენციო ტურნირზე თორნიკე ძამაშვილი და რობერტ კობლიაშვილი წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ კობლიაშვილი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანია. ის, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას მსოფლიოს Last Chance-ს საკვალიფიკაციო ტურნირზე ეცდება, მანამდე კი ძამაშვილი მოსინჯავს ძალებს ბუდაპეშტში, სადაც საკვალიფიკაციო შეჯიბრი ევროპული ქვეყნებისთვის არის მომავალი წლის მარტში დაგეგმილი.

დანარჩენ ორ წონით კატეგორიაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ლიცენზიები გიორგი მელიამ (97კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130კგ) მოუტანეს.

სავარაუდოდ, ვლადიმერ გეგეშიძის ნაკრები სალიცენზიო ტურნირებზე შემდეგი შემადგენლობით გამოვა: 60 კგ – ამირან შავაძე, რომელმაც რომის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი გააკეთა.67 კგ – რამაზ ზოიძე, 77 – გელა ბოლქვაძე, თუ შმაგი ბოლქვაძესთან დაკავშირებით, სამწვრთნელო შტაბი და მედპერსონალი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ოლიმპიურ წონაში დაბრუნდეს და 87 კგ კატეგორიაში – რობერტ კობლიაშვილი და თორნიკე ძამაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • 22
  •  
  •  
  •  
  •