საქალაქთაშორისო მოძრაობა მხოლოდ ორი დღით აღდგება

საქალაქთაშორისო მოძრაობა მხოლოდ ორი დღით – ორშაბათსა და სამშაბათს აღდგება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, 27 აპრილიდან შეზღუდვები მოიხსნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე და ორი დღით გაიხსნება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, რადგან დღესასწაულებზე ქალაქიდან ან სამსახურებიდან გასულმა ადამიანებმა შინ დაბრუნება მოახერხონ. ოთხშაბათიდან დიდი ქალაქები კვლავ დაიკეტება.

“ორშაბათიდან ყველა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნა ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრასნპორტი თავისუფლად გადაადგილდება. ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის, როგორიც არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე გასული იყო ან საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში, ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით. ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ორი დღის ანმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდენ თავიანთ რეგისტრაციის ადგილებზე, ან სამუშაო ადგილებე და შესაბამისად, ორი დღის შემდეგ, ის შეზღუდვები საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით, აღდგება. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გაყოფილი ოჯახები, ზოგი რაიონშია, ნაწილი თბილისშია, ეს დისკომფორტი მოქალაქეებს მოვუხსნათ.

  • 151
  •  
  •  
  •  
  •