გიორგი გახარია ზიარებაზე: კოვზი არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ზიარებისას ერთი კოვზის გამოყენება, ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია.

ამის შესახებ, მთავრობის მეთაურმა ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

“ეს აშკარაა, რომ ისევე როგორც ყველა სახის დისტანცია არის ერთადერთი საშუალება, დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, ამ ინფექციისგან თავის დაცვის. რა თქმა უნდა, კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი”, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ეკლესია-მონასტრებში, დღემდე მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, არის თუ არა ზიარების კოვზი ინფიცირების წყარო, ამას სამეცნიერო კვლევა სჭირდება.

  • 136
  •  
  •  
  •  
  •