გიორგი გახარია: ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება

ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება და ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.

პრემიერის განმარტებით, ეროვნული გამოცდების ნაწილში იქნება გადავადებასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილება, თუმცა მექანიზმი სრულად შენარჩუნდება.

“განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება, იმიტომ რომ დიდი თემაა და მნიშნველოვანი. თუმცა, დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება.
განათლების სამინისტრომ ეფექტურად შესძლო, გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლების ნაწილში, საკმაოდ ეფექტურად გაატარა და დანერგა იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვიძლია ვთქვა დღეს დადასტურებულად, რომ ვთქვათ, ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. ამასთნ ერთად, მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება ეროვნული გამოცდები ჩატარდება. აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადების ნაწილი. ეროვნული გამოცდების მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული და კიდევ ერთხელ ვიტყვი, განათლების სისტემის ამუშავების შესახებ პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე”, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, სასაწავლო პროცესი ქვეყანაში პირველ სექტემბრამდე არ განახლდება.

  • 13
  •  
  •  
  •  
  •