27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აღდგება

“27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება” – ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ, რამდენიმე წუთის წინ, ანტიკიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

გახარიას განმარტებით, გარდა ამისა, სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება.

“სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა. საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზების საქმიანობა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ქალაქებს შორის მიმოსვლას, ამ საკითხზე ინფორმაცია პრემიერს არ დაუზუსტებია.

  • 39
  •  
  •  
  •  
  •