საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რიცხვი 84-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რაოდენობა 84-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

“7გამოჯანმრთელებული დაგვემატა ჯამში და გახდა 84. გამოჯანმრთელებულებში, 50-ზე მეტი ჩვენი პაციენტია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ჯამში, საქართველოში COVID-19-ით 385 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 84 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

  • 24
  •  
  •  
  •  
  •