მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გარდამოვიდა

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი, კორონავირუსის გამო, მომლოცველების გარეშე შესრულდა.

წმინდა ცეცხლი, მაცხოვრის საფლავზე, თბილისის დროით, 14:51 საათზე გარდამოვიდა

ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს, ქრისტეს აღდგომის ტაძარში, მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების მხოლოდ 15 წარმომადგენელი დაესწრო.

რაც შეეხება წმინდა ცეცხლს, მას სხვადასხვა ქვეყანაში სპეცრეისებით წაიღებენ, თუმცა თვითმფრინავში მყოფ პირებს ბორტის დატოვების უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ადგილზე მიაწოდებენ. წმინდა ცეცხლს წააბრძანებენ საბერძნეთში, რუსეთში, უკრაინაში, სერბეთში, ბულგარეთში, საქართველოსა და რუმინეთში.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, ყოველ დიდ შაბათს, ადგილობრივი დროით 13:00-დან 15:00 საათამდე ხდება.

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

  • 418
  •  
  •  
  •  
  •