“ჯინო ჰოლდინგი” COVID 19-ის წინააღმდეგ 200 000 ლარს გაიღებს

ქართულ-სლოვაკური კომპანიის “ჯინო ჰოლდინგის” ინვესტორმა, ნოდარ გიორგაძემ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 200 000 ლარი გამოყო.

150 000 ლარი დახმარების ფონდში გადაირიცხა, ხოლო 50 000 ლარი თანამშრომლებზე დახმარების სახით გადანაწილდა.

კრიზისის მიუხედავად, “ჯინო ჰოლდინგში” ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდა სამსახური. “ჯინო ჰოლდინგი” 10-ზე მეტ სხვადასხვა კომპანიას აერთიანებს. მათ შორის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ აკვაპარკს, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მრავალფეროვან სპა ცენტრს, სასტუმროებს მცხეთასა და ისტორიული რაბათის ტერიტორიაზე, ასევე რამდენიმე დეველოპერულ პროექტს.

  • 59
  •  
  •  
  •  
  •