ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები გადაიდო

2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები გადაიდო. ამის შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, იაპონიის მთავრობისა და ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა დღეს მიიღეს.

დადასტურებული ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2021 წელს, არაუგვიანეს ზაფხულისა. კონკრეტული თარიღი ცნობილი მოგვიანებით გახდება.

ასევე გადაწყდა, რომ თამაშების დასახელება იგივე დარჩება: „ოლიმპიური და პალარიმპური თამაშები ტოკიო-2020″.

  • 32
  •  
  •  
  •  
  •