ჭიდაობა: ევროპისა და მსოფლიო “ბოლო შანსის” სალიცენზიო ტურნირები გადაიდო

2020 წლის ოლიმპიური თამაშების ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც 19-22 მარტს, ბუდაპეშტში იყო დაგეგმილი, ასევე, მსოფლიო “ბოლო შანსის” საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 30 აპრილიდან სამ მაისამდე უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო.

ღონისძიებები, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებიდან განახლდება.

მაისში, ბუდაპეშტში, სალიცენზიო შეჯიბრი ევროპული ქვეყნებისთვის ჩატარდება, ხოლო ივნისში – მსოფლიოსთვის, “ბოლო შანსის” საკვალიფიკაციო ტურნირი.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო რეაგირებებს COVID-19-ზე და ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს მოჭიდავეებთან, მწვრთნელებსა თუ გულშემატკივრებთან. ვაწვდით მათ ყველა განახლებულ ინფორმაციას. ჩვენი ოლიმპიური მონაწილეების განსაზღვრის პროცესი გაჭიანურდა, თუმცა, უნდა გვეყოს მოთმინება და გამოვიჩინოთ სიფხიზლე. მსოფლიო ებრძვის ამ პანდემიას. სპორტსმენთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა კი ჩვენთვის აბსოლუტური პრიორიტეტია, – განაცხადა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების პრეზიდენტმა, ნენად ლალოვიჩმა.

გარდა ევროპისა და მსოფლიოს “ბოლო შანსის” საკვალიფიკაციო ტურნირებისა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ სამი კვირის წინ, აზიის, აფრიკისა და ოკეანიის სალიცენზიო ტურნირები დახურა.

  • 12
  •  
  •  
  •  
  •