საქართველო-ბელარუსის დაპირისპირება მაყურებლის გარეშე ჩატარდება

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება, საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებებს შორის, “დინამო არენაზე” მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ამ ინფორმაციას “აჭარასპორტი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსთან დაკავშირებით, გუშინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ჩემპიონატის შეჩერების თაობაზე, მოგვიანებით კი, სფფ-ს პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა და უეფას მატჩის გადადებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უმაყურებლოდ თამაშის ჩატარება გამოსავალი არ არის.

გულშემატკივარი ვერ დაესწრება მაკედონია-კოსოვოს შეხვედრასაც. სწორედ ამ ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული.

მატჩი, “დინამო არენაზე” 26 მარტს გაიმართება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი, თამაშამდე ერთი თვით ადრე გაიყიდა.

  • 109
  •  
  •  
  •  
  •